Facebook და Gucci კონტრაფაქტული პროდუქციის მწარმოებელს უჩივიან

კორპორაცია Facebook და იტალიური ბრენდის ამერიკულმა განყოფილებამ Gucci America ერთობლივი სარჩელით მიმართეს კალიფორნიის შტატის ჩრდილოეთის ოლქის სასამართლოს საერთაშორისო კორპორაციის წინააღმდეგ, რომელიც მათი მტკიცებით, კონტრაფაქტულ პროდუქტს აწარმოებს.

„Facebook, Inc. და Gucci America, Inc.-მა კალიფორნიის ჩრდილოეთის საოლქო სასამართლოს საჩივრით მიმართეს ფიზიკური პირის წინააღმდეგ, მისი მხრიდან Facebook და Instagram პლატფორმების გამოყენების პირობების დარღვევისთვის და Gucci-ის ინტელექტუალური საკუთრების წესის დარღვევისთვის. კერძოდ, მოპასუხემ გამოიყენა Facebook და Instagram-ის რამდენიმე ანგარიში, რათა გვერდი აევლო Facebook-ის წესებისთვის და ისე მოეხდინა Gucci-ის გაყალბებული პროდუქციის რეალიზება“, - ნათქვამია Facebook-ის საიტზე გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც კორპორაციაში განმარტეს, სოციალური ქსელი მკაცრად იცავს ინტელექტუალური საკუთრების წესებს, მათ შორის კონტრაფაქტული საქონლის გაყიდვის კუთხით.

"Facebook და Gucci აპირებენ გააგრძელონ ერთობლივი ბრძოლა გაყალბებასთან დაკავშირებით, რათა დააკისრონ პასუხისმგებლობა მათ, ვინც ამას იმსახურებს“, - ნათქვამია განცხადებაში.

კოკა კვირკველია