უკრაინაში ფინანსურ ინსტიტუტებს საკრედიტო კონტრაქტებში წვრილი შრიფტის გამოყენება აუკრძალეს

უკრაინის ეროვნულმა ბანკმა ქვეყანაში მოქმედ ფინანსურ ორგანიზაციებს აუკრძალა საკრედიტო შეთანხმებებში ტექსტის წვრილი შრიფტით დაბეჭდვა. შესაბამისი განკარგულება ძალაში დღეიდან შევიდა.

„ფინანსურ დაწესებულებებს აქვთ ვალდებულება განსაზღვრონ დამატებითი მომსახურების საფასური მომხმარებლებთან და ამავდროულად შეთანხმების ტექსტში არ გამოიყენონ 11 საბეჭდ პუნქტზე ნაკლები ზომის შრიფტი“, - წერია განცხადებაში.

განკარგულების თანახმად, ბანკებს ეკრძალებათ პირობების შეცვლა კლიენტის ინფორმირების გარეშე და მათგან ანაზღაურების მოთხოვნა ჯერ კიდევ არგაწეული მომსახურებისთვის, რომელიც გაწერილია კონტრაქტში.

ახალ მოთხოვნებს უკრაინის ეროვნულმა ბანკმა 27 იანვარს დაუჭირა მხარი. დღეს კი ამოიწურა ის ვადა, რა პერიოდით მიეცათ ფინანსურ ორგანიზაციებს ამ ახალი წესებს მორგებოდნენ. ეროვნული ბანკი განმარტავს, რომ ზოგჯერ საკრედიტო ხელშეკრულებებში ბანკები ითხოვენ საკომისიოს კრედიტის გაცემისთვის და საკომისიოს კრედიტის წინსწრებად დაფარვისთვის. ბანკები ასევე ურთავენ საკომისიოს სესხის ანგარიშის გახსნისთვის, რაც პირდაპირ მათი მოვალეობაა. ამასთან, იყო შემთხვევები, როცა ბანკები საკრედიტო პირობებს ისე განსაზღვრავდნენ, რომ ამის შესახებ კონტრაქტში ძალიან წვრილად ეწერა და კლიენტს მაღალი საპროცენტო განაკვეთი ეკისრებოდა.

კოკა კვირკველია