მილგამყვანმა ხომალდმა Akademic Chersky-მა დანიის ტერიტორიულ წყლებში გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის სამშენებლო სამუშაოების ფარგლებში მილების განლაგების პროცესი დაიწყო, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტის ოპერატორის განცხადებაშია აღნიშნული.
„გემმა Akademic Chersky დღეს, საზღვაო ტესტების წარმატებით გავლის შემდეგ, დანიის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში მილების ჩალაგების სამუშაო დაიწყო“, - ნათქვამია განცხადებაში.
პროექტის ფარგლებში, მილების ჩალაგებას ხომალდი Fortuna-ც აგრძელებს, რომელმაც დანიის ტერიტორიულ წყლებში მუშაობა 6 თებერვალს განაახლა.