,,თიბისი“ კონცეპტის ტარიფს ზრდის

,,თიბისი კონცეპტი“ მომსახურების ტარიფს ზრდის. 4 ივნისიდან, 10 ლარიანი მომსახურება 15 ლარი გახდება, პირადი ბანკირის კი 20-ლარიდან 25-ლარამდე იზრდება.

ბანკმა,საინფორმაციო ხასიათის შეტყობინებები უკვე გაუგზავნა მომხმარებელს, რომელსაც ,,ბიზნესპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

,,გაცნობებთ, რომ 4 ივნისიდან თიბისი კონცეპტის ციფრული ნაკრების ტარიფი იცვლება და განისაზღვრება 15 ლარით თვეში ან 150 ლარით წელიწადში.

ასევე, შესაძლებლობა გაქვთ ისარგებლოთ ახალი უპირატესობებით:

5 კომუნალური გადასახადის გადახდა თვის განმავლობაში საკომისიოს გარეშე მიმდინარე ანგარიშის გახსნა და ყოველთვიური მომსახურება საკომისიოს გარეშე ოფსეტ მიმდინარე ანგარიშის გახსნა და ყოველთვიური მომსახურება საკომისიოს გარეშე“- ნათქვამია ,,თიბისი“ ბანკის მიერ მომხმარებლისათვის გაგზავნილ საინფორმაციო შეტყობინებაში.

თამარ მუკბანიანი