ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დოლართან მიმართებაში ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.

10 დეკემბრიდან ძალაში შევა ახალი ოფიციალური კურსი: 1 აშშ დოლარი - 1.9265 ლარი ეღირება. ეროვნული ბანკის მიერ 8 დეკემბერს გამართული სავალუტო ვაჭრობის შედეგად დადგენილი კურსი 1.94 ლარს შეადგენდა.