20201 წლის მარტში წინა თვესთან შედარებით მხოლოდ ლომბარდული სესხები გაძვირდა, სხვა საბანკო პროდუქტზე საპროცენტო განაკვეთი კი მცირედით შემცირდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, მარტში შინამეურნეობებისთვის გაიაფდა ავტოსესხი, იპოთეკური და სამომხმარებლო სესხები.
უფრო კონკრეტულად, 2021 წლის მარტში იპოთეკურ სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთმა 10,69% შეადგინა, (წინა თვეს საპროცენტო განაკვეთი 10,72% იყო).
22,71%-იდან 20,67%-მდე გაიაფდა ავტოსესხზე საპროცენტო განაკვეთი. ლომბარდული სესხები კი 19,72%-დან 19,78-მდე გაძვირდა. აღსანიშნავია, რომ ლომბარდული სესხები ბოლო 4 თვეა მუდმივად იზრდება.
ამასთან, მარტში შემცირდა სამომხმარებლო სესხზე საპროცენტო განაკვეთი, კერძოდ, თუ თებერვალში სამომხმარებლო სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა 20%-ს, მარტში 19,45%-მდე შემცირდა.