ტოკიო წყალბადის ენერგეტიკის განვითარებაზე 3,4 მლრდ დოლარს გამოყოფს

იაპონიის ხელისუფლება ეკოლოგიურად სუფთა წყალბადის ენერგეტიკის პროექტებისთვის 370 მილიარდ იუანს (3,4 მლრდ აშშ დოლარს) გამოყოფს. ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Kyodo ავრცელებს.

პროექტების კოორდინატორი ენერგიის ახალი წყაროების განვითარებისა და სამრეწველო ტექნოლოგიების ორგანიზაცია (NEDO) იქნება. ამავდროულად, პროექტებს შეიმუშავებს და შეაფასებს იაპონიის ეკონომიკის სამინისტროსთან შექმნილი ექსპერტთა ჯგუფი.

დაფინანსებული პროექტები შეეხება გათხევადებული წყალბადის პრაქტიკულ ტექნოლოგიას, ქსელში მათ მიწოდებასა და წყლისგან ეკოლოგიურად სუფთა გზით წყალბადის მიღებას. გარდა ამისა, დაფინანსდება ქარის ენერგიის თვითღირებულების დაწევისა და ახალი თაობის შემკრები აკუმულატორების შექმნის პროექტი.

ყველა ეს პროექტი ოქტომბრამდე უნდა დაიწყოს. იაპონიის ხელისუფლებას უკვე აქვს მიღებული გადაწყვეტილება სამრეწველო და საავტომობილო გამონაბოლქვის სრულად განულების პროექტებზე 2 ტრილიონი იუანის (18,4 მლრდ დოლარის) გამოყოფის შესახებ. ქვეყანამ სამრეწველო-საავტომობილო გამონაბოლქვი 2050 წლამდე უნდა გაანულოს.

კოკა კვირკველია