ერთ თვეში საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 11.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა

დიდი შემცირების შემდეგ, 2021 წლის პირველ სამ თვეში საქართველოდან ავტომობილების ექსპორტი ზრდის მაჩვენებლით ხასიათდება.

2021 წლის იანვარში საქართველოდან 24,888 მლნ აშშ დოლარის ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა, თებერვალში - 25,088 მლნ აშშ დოლარი, ხოლო მარტში 36,596 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ავტომობილი გაიყიდა. ჯამში 2021 წლის იანვარ-მარტში 86,573 მლნ დოლარის მსუბუქი ავტომბილების რეექსპორტი განხორციელდა.

,,ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ 5 ქვეყანას, სადაც მიმდინარე წელს (იანვარ-მარტში) საქართველოდან ყველაზე მეტი მსუბუქი ავტომობილი გავიდა:

  • აზერბაიჯანი - 47,823 მლნ აშშ დოლარი
  • უკრაინა - 20,229 მლნ აშშ დოლარი
  • რუსეთი - 3,542 მლნ აშშ დოლარი
  • ბელგია - 2,514 მლნ აშშ დოლარი
  • არაბთა გაერთიანებული საამირო - 1,971 მლნ აშშ დოლარი

შეგახსენებთ, საქსტატის ცნობით, პანდემიის გამო 2020 წელს 2019 წელთან შედარებით ავტომობილების რეექსპორტი 44.9%-ით 733 მლნ დოლარიდან დან 404 მლნ დოლარამდე შემცირდა.

თამარ მუკბანიანი