1%-იანი ზრდა საკმაოდ დიდი ბიჯია, თუმცა საჭირო იყო - ირაკლი კოვზანაძე მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებაზე

1%-იანი ზრდა საკმაოდ დიდი ბიჯია, თუმცა საჭირო იყო - ასე ეხმაურება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ეროვნული ბანკის მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას.

„ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 9.5%-მდე გაზარდა. ეროვნულ ბანკს რომ მოუწევდა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება, ამას ვამბობდი ჯერ კიდევ გასული წლის ბოლოს. 1%-იანი ზრდა საკმაოდ დიდი ბიჯია, თუმცა საჭირო იყო. უფრო მეტიც, თავის დროზე რომ გაეზარდა, ასეთი ნახტომისებური ზრდა დღეს არ მოუწევდა და მონეტარული ფონი (მათ შორის ინფლაცია) უფრო სტაბილური გვექნებოდა. ბუნებრივია, მთლიანობაში მე მივესალმები ამ გადაწყვეტილებას“, - აცხადებს კოვზანაძე.

როგორც ცნობილია, დღეს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 1 პროცენტული პუნქტით, 9,5%-მდე გაზარდა.