„მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ფასების ზრდას გამოიწვევს“ - რამაზ გერლიანი

„მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება ფასების ზრდას გამოიწვევს“- ამის შესახებ ეკონომიკური „ტრანსფორმაციის ცენტრის პრეზიდენტმა“ რამაზ გერლიანმა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, გაზრდილი მონეტარული პოლიტიკა ფასების სტაბილიზაციას ვერ უზრუნველყოფს.

„რეფინანსირების განაკვეთის გაზრდის პოლიტიკა ნაცვლად ფასების სტაბილიზაციისა, გამოიწვევს ფასების ზრდას. ეკონომიკური კრიზისის დროს ჯაჭვი ლაგდება შემდეგნაირად - ძვირდება კრედიტი ანუ გადამხდელ სუბიექტებს ეზრდებათ ხარჯები, ხოლო გაზრდილი ხარჯების ამოღებას ისინი ეცდებიან წარმოებულ და გასაყიდად მიწოდებულ საქონლის/მომსახურების ფასების ზრდით, რაც სწორედ რომ ინფლაციაა.

სხვა თანაბარ პირობებში (არა კრიზისისას) მხოლოდ მოკლევადიან პერიოდში შეიძლება გამოიყენოს ცენტრალურმა ბანკმა ეს ინსტრუმენტი და მას ქონდეს შედეგი. მაგრამ გრძელვადინ პერიოდში, როგორც ჩვენთან, (უკვე 1 წელია მაღალი განაკვეტი გვაქვს) შედეგიც არ აყოვნებს და ვიღებთ ინფლაციასა და მოსახლეობის გაღარიბებას. მეტიც, კატეგორიულად გაუმართლებელია მონეტერული პოლიტიკის განაკვეთის მკვეთრად გაზრდა ეკონომიკური კრიზისის დროს, როდესაც საზოგადოების შემოსავლები ისედაც მკვეთრად შემცირებულია“, - აღნიშნავს რამაზ გერლიანი.

ნოდარ სირბილაძე