კობა გვენეტაძე - სავალუტო სესხების გაცემის 200 000-ლარიანი ჭერის გაუქმება გამოუსწორებელი შეცდომა იქნება

„200 000 ლარიანი ჭერის ჩამოწევა იქნება გამოუსწორებელი შეცდომა“, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა განაცხადა.

„ ლარიზაცია არის გრძელვადიანი პროცესი და მისი მიღწევა მოკლევადიანი პერიოდის მთავარი პრიორიტეტი ვერ იქნება. სწორედ ლარიზაციის ნაბიჯების გამო არის შესაძლებელი დღეს, რომ ფინანსური სისტემა აგრძელებს ეკონომიკის დაკრედიტებას და ამან კიდევ უფრო მეტად დაგვანახა ლარიზაციის დადებითი მხარეები, სარგებელი და ის რომ, აუცილებლად უნდა განხორციელებულიყო. 200 000-ლარიანი ჭერის ჩამოწევა, მე რამდენადაც ვიცი, არ განიხილება და თუ მოხდა, ეს იქნება გამოუსწორებელი შეცდომა", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში მოქმედ ფიზიკურ და იურიდულ პირებს 200,000 ლარამდე მოცულობის სავალუტო სესხის აღება ეკრძალებათ. აღნიშნული წესი 2019 წლიდან მოქმედებს და მიზნად ისახავს უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის მერყეობისგან მოსახლეობისა და ბიზნესების დაცვას.