2021 წლის პირველ კვარტალში, სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით - 25% -ით, ხოლო 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით - 50%-ით შემცირდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მათივე ცნობით, ასევე სამშენებლო სექტორში სამუშაო სივრცეში მომხდარმა უბედურმა შემთხვევებმა იკლო.
„ღირსეული შრომა ადამიანის უფლებების ის ძირითადი ქვაკუთხედია, რაზეც ევროპული ღირებულებების მქონე სახელმწიფო დგას. ამ პირობებში კი, ჩვენი როლი ღირსეული შრომის პირობების შექმნის უზრუნველყოფაა.
დღეისთვის, შრომის ინსპექციის სამსახური, როგორც შრომის უსაფრთხოების მიმართულებით განსაზღვრული ნორმების აღსრულებას, ასევე საქართველოს შრომის კოდექსით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გაწერილი შრომითი უფლებების ზედამხედველობას უზრუნველყოფს, მათ შორის - დისკრიმინაციის, სექსუალური შევიწროვების, გენდერული სენსიტივობის მატარებელ საკითხებზე, ასევე იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიმართულებით განსაზღვრულ ნორმებზე.
აღსანიშნავია შრომის ინსპექტირების მექანიზმის გაძლიერების ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე გავრცელების პოზიტიური შედეგები, რომელიც სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების მნიშვნელოვანი კლებით გამოიხატა. კერძოდ:
2021 წლის პირველ კვარტალში, სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 25% -ით, ხოლო 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით - 50%-ით შემცირდა.
იკლო სამშენებლო სექტორში სამუშაო სივრცეში მომხდარმა უბედურმა შემთხვევებმა. 2021 წლის პირველ კვარტალში, სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 75 %-ით ნაკლები შეადგინა 2019 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ხოლო უბედური შემთხვევის შედეგად დაშავებულთა რაოდენობამ იმავე პერიოდთან შედარებისას - 27%-ით იკლო“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, უწყება აქტიურად არის ჩართული ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული ღონისძიებების აღსრულებაში. ამ მიმართულებით, ჯამში 101 007 აქტივობა განხორციელდა.
„შრომის ინსპექცია მზად არის, უპასუხოს ყველა გამოწვევას, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვასთან, მისი დონის ამაღლებასა და შრომის უსაფრთხოების კულტურის ხელშეწყობასთან. ჩვენ ერთად ვქმნით შრომის უსაფრთხო გარემოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ღირსეული შრომა ადამიანის უფლებების ის ძირითადი ქვაკუთხედია, რაზეც ევროპული ღირებულებების მქონე სახელმწიფო დგას. ამ პირობებში კი, ჩვენი როლი ღირსეული შრომის პირობების შექმნის უზრუნველყოფაა.
დღეისთვის, შრომის ინსპექციის სამსახური, როგორც შრომის უსაფრთხოების მიმართულებით განსაზღვრული ნორმების აღსრულებას, ასევე საქართველოს შრომის კოდექსით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით გაწერილი შრომითი უფლებების ზედამხედველობას უზრუნველყოფს, მათ შორის - დისკრიმინაციის, სექსუალური შევიწროვების, გენდერული სენსიტივობის მატარებელ საკითხებზე, ასევე იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის მიმართულებით განსაზღვრულ ნორმებზე.
აღსანიშნავია შრომის ინსპექტირების მექანიზმის გაძლიერების ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე გავრცელების პოზიტიური შედეგები, რომელიც სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევების მნიშვნელოვანი კლებით გამოიხატა. კერძოდ:
- 2021 წლის პირველ კვარტალში, სამუშაო ადგილზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობა 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით 25% -ით, ხოლო 2019 წლის პირველ კვარტალთან შედარებით - 50%-ით შემცირდა. იკლო სამშენებლო სექტორში სამუშაო სივრცეში მომხდარმა უბედურმა შემთხვევებმა. კერძოდ, 2021 წლის პირველ კვარტალში, სამუშაო სივრცეში მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ 75 %-ით ნაკლები შეადგინა 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, ხოლო უბედური შემთხვევის შედეგად გარდაცვლილთა რაოდენობამ - იმავე პერიოდის შედარებისას 27%-ით ნაკლები შეადგინა.
სტატისტიკური მონაცემები ნათლად მიუთითებს შრომის უსაფრთხოების მიმართულებით დაბალანსებული პოლიტიკის შედეგებზე.
გარდა ამისა, შრომის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოებისა და ასოცირების შეთანხმების XXX დანართით განსაზღვრული ვადების აღსრულების მიზნით, განახლდა შრომის უსაფრთხოების მიმართულებით განსაზღვრულ ევროდირექტივებზე მუშაობა.
შრომის ინსპექციის ჩართულობით ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული ღონისძიებების აღსრულების კუთხით, საქართველოს მასშტაბით, ჯამში 101 007 აქტივობა განხორციელდა.
შრომის ინსპექცია მზად არის, უპასუხოს ყველა გამოწვევას, რაც დაკავშირებულია ჩვენს ქვეყანაში შრომითი უფლებების დაცვასთან, მისი დონის ამაღლებასა და შრომის უსაფრთხოების კულტურის ხელშეწყობასთან“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.