Saudi Aramco-ს 1%-იანი წილი 19 მლრდ დოლარად იყიდება

Bloomberg-ის ცნობით, საუდის არაბეთის მთავრობა ნავთობისა და გაზის უმსხვილეს სახელმწიფო კომპანია Saudi Aramco-ში 1%-იანი წილის გაყიდვას აპირებს. ამის შესახებ საუდის არაბეთის პრინც მუჰამედ ბინ სალმანმა ადგილობრივ ტელეარხთან ინტერვიუში განაცხადა. გარიგება 19 მლრდ დოლარად არის შეფასებული და უახლოეს 2 წელიწადში უნდა დასრულდეს. მთავრობა იმედოვნებს, რომ 1%-იანი წილის გაყიდვით კორონავირუსის პანდემიის შემდეგ გლობალური ეკონომიკის აღდგენას დაეხმარება.

„ჯერჯერობით, მოლაპარაკებები არ დაგვისრულებია, მაგრამ შემიძლია, ვთქვა, რომ Saudi Aramco-ს აქციების 1%-ის შეძენას მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ენერგეტიკული კომპანია აპირებს. ეს გარიგება Saudi Aramco-ს გაყიდვების განმტკიცებისთვის მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება,“ - აცხადებს პრინცი.

2019 წლის დეკემბერში Saudi Aramco-მ ადგილობრივ Tadawul-ის ბირჟაზე 3-მილიარდიანი აქციები, ანუ კაპიტალის 1,5% გამოიტანა, რაც ფასის დიაპაზონის ზედა ზღვარზე - თითო აქციაზე 32 რიალის ანუ 8,53 დოლარის სანაცვლოდ მოხდა. აქციებით ვაჭრობა 11 დეკემბერს დაიწყო. გამოტანილი აქციების ფასიდან გამომდინარე, კომპანიის კპიტალიზაციამ 1,7 ტრლნ დოლარი შეადგინა. მაშინ Financial Times წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ მიზნობრივი მაჩვენებლებისთვის ხელისუფლება ადგილბრივ ფინანსურ ინსტიტუტებზე და შეძლებულ ოჯახებზე ზეწოლას ახდენდა, რათა მათ მეორად ბაზარზე აქციები შეესყიდათ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ