„პურის მცხობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე - ელექტროენერგიის სუბსიდირების თემა პურის მცხობელებისთვის ჩავარდა

ვერ დამისახელებთ ვერც ერთ პურის მცხობელს, რომელმაც მიიღო ელექტროენერგიის სუბსიდირება - პურის მცხობელებისთვის ეს თემა ჩავარდა, - ამის შესახებ „პურის მცხობელთა ასოციაციის" თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ მედიაცენტრ „მთავარში“ განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს ქვეყანაში მეწარმეებს პრობლემები აქვთ.

„მიუხედავად იმისა, რომ ლაპარაკია სუბსიდირებაზე და მეწარმეების დახმარებაზე ყველა მხრიდან, ალბათ გახსოვთ, რომ ელექტროენერგიის სუბსიდირებაზე იყო ლაპარაკი, მაგრამ მე ვერ დამისახელებთ ვერც ერთ პურის მცხობელს, რომელმაც მიიღო ასეთი სუბსიდირება იმიტომ, რომ ეს ინფორმაცია ჩვენამდე ვერ მოვიდა, არ იყო სათანადოდ გაჟღერებული და ეს პორტალი ორი კვირა იყო და მერე დაიხურა. ეს თემა პრინციპში ჩავარდა, პურის მცხობელებისთვის ეს თემა ჩავარდა ნამდვილად“, - განაცხადა მალხაზ დოლიძემ.