"ჩვენ გვინდა, რომ ექიმებს ღირსეული გარემო და ანაზღაურება ჰქონდეს - ამ მიმართულებით ვმუშაობთ"

ჩვენ გვინდა, რომ ექიმებს ღირსეული გარემო და ანაზღაურება ჰქონდეს - ამ მიმართულებით ვმუშაობთ, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ პლენარულ სხდომაზე, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, ტარიფების დათვლისას ექიმების სახელმწიფო ანაზღაურება გათვალისწინებულია, თუმცა მუშაობა საჭიროა, რომ ექიმების სამუშაო პირობების სისტემა დაცული იყოს.

„ამ მიმართულებით ვმუშაობთ. ჩვენ გვინდა, რომ ექიმებს ღირსეული გარემო და ანაზღაურება ჰქონდეს.

ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს ტარიფიკაციის მიმართულებით, რადგან ტარიფების დათვლისას გათვალისწინებულია ექიმების სახელმწიფო ანაზღაურება. ეს ყველაფერი კიდევ დასარეგულირებელია შრომითი კოდექსით. ჩვენ დაგვჭირდება მუშაობა, რომ ეფექტურად გავმართოთ ექიმების სამუშაო პირობების დაცული სისტემა“, - განაცხადა ტიკარაძემ.