Apple-ის შემოსავალი 54%-ით გაიზარდა

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის, Apple-ის შემოსავალმა პირველ ფინანსურ კვარტლში 89,6 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. კომპანიის მიერ გავრცელებული კვარტალური ანგარიშის მიხედვით, სამთვიან საანგარიშო პერიოდში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, Apple-ის შემოსავალი 54%-ით გაიზარდა. ასევე, ორჯერ გაიზარდა მისი სუფთა მოგება და 11,24-დან 23,63 მილიარდ დოლარს მიაღწია.

პირველ კვარტალში კომპანიის გაყიდვების მთავარი პროდუქტი კვლავ Iphone იყო. სმარტფონებიდან მიღებულმა შემოსავალმა Apple-ს 47,9 მილიარდი დოლარი მოუტანა.

„ჩვენ ვამაყობთ პირველი კვარტლის შედეგებით, რომელმაც ყველა გეოგრაფიულ სეგმენტში რეკორდული რიცხვები დააფიქსირა და პროდუქციის ყველა კატეგორიაში ორნიშნა ზრდა აჩვენა,“ - აცხადებს Apple-ის ფინანსური დირექტორი ლუკა მაესტრი.

კოკა კვირკველია