საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ შეზღუდვებთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილებები მიიღო. კერძოდ:
- აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, იცვლება „კომენდანტის საათის“ მოქმედების პერიოდი. შედეგად, გადაადგილება შესაძლებელი იქნება - 1-ლი მაისის 23:00 საათამდე პერიოდსა და 2 მაისის 04:00 საათიდან პერიოდში. შესაბამისად, ე.წ. „კომენდანტის საათი“ მხოლოდ 1 დღით - 1 -ლი მაისის 23:00-სთ-დან 2 მაისის 04:00 სთ-მდე იმოქმედებს;
- 3 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით ჩერდება მუნიციპალური საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირება. მათ შორის, თბილისში გაჩერდება მეტროპოლიტენი და საბაგირო;
- 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით აიკრძალება სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა, თუმცა, ეს აკრძალვა არ ეხება სასაფლაოზე იმ ღონისძიებების განხორციელების მიზნით შესვლასა და გადაადგილებას, რომლებიც აუცილებელია მიცვალებულის დაკრძალვისათვის.