საქართველოდან მიგრაცია შემცირდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 74 264 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 29.3 პროცენტით ნაკლებია.

2019 წელთან შედარებით, ასევე შემცირებულია იმიგრანტების რიცხოვნობაც 7.1 პროცენტით და 89 996 კაცი შეადგინა.

შესაბამისად, მიგრაციული სალდოს მაჩვენებელი 2020 წელს დადებითი იყო. კერძოდ, ქვეყნიდან 15 732 ემიგრანტით ნაკლები გავიდა, ვიდრე იმიგრანტი შემოვიდა.

თაია არდოტელი