საფრანგეთში კოვიდ 19-ის გამო დაწესებული „კომენდანტის საათი“ 19 მაისიდან 19:00 საათის ნაცვლად 21:00 საათზე ამოქმედდება, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ადგილობრივ გამოცემასთან ინტერვიუში განაცხადა, რომელიც დღეს საღამოს უნდა გამოქვეყნდეს.
ამასთან, წყაროს ინფორმაციით, რომლისთვისაც ინტერვიუს შინაარსი ცნობილია, მაკრონმა აღნიშნა, რომ „კომენდანტის საათი“ 9 ივნისიდან კიდევ 2 საათით, 23:00 საათამდე გადაიწევს, 30 ივნისიდან კი - საერთოდ მოიხსნება.
19 მაისიდან საფრანგეთში რესტორნებს, კაფეებსა და ბარებს ღია ტერასების გახსნის ნებას დართავენ, ამავე დღეს გაიხსნება მუზეუმები, კინოთეატრები და თეატრები.
წყაროს ცნობით, ე.წ. „კოვიდპასპორტების“ მფლობელი ტურისტები საფრანგეთში მოგზაურობას 9 ივნისიდან შეძლებენ.