რატომ იმატებს ყოველ წელს ავოკადოს ფასი მთელ მსოფლიოში – ინდუსტრიის თავისებურებები

ავოკადო წლიდან წლამდე მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტი ხდება.

მისი განსაკუთრებული შემცველობის გამო, საკვები რესტორნების ინდუსტრიაში უკვე მეინსტრიმულია.

ალბათ შეგიმჩნევიათ, რომ ავოკადოს ფასი ყოველ წელს მატულობს. ბოლო წლებში მისი ღირებულება 129%-ით გაიზარდა. 2019 წელს ევროპის ქვეყნებში და აშშ-ში ერთი ცალი ავოკადო 2.10 დოლარი ღირდა. როდესაც, ჯერ კიდევ 2018 წელს მისი შეძენა საცალოდ 1.17 დოლარად შეიძლებოდა. ფასმა 2020- 2021 წელს კიდევ უფრო მოიმატა.

რატომ ღირს ავოკადო ასეთი ძვირი?

პერუში არქეოლოგებმა ავოკადოს უძველესი თესლი აღმოაჩინეს, რომელიც მუმიას სამარხში ჰქონდა ჩაყოლებული და ჩვენს წელთაღრიცხვამდე 750 წლით თარიღდება. ავოკადოს ჯერ კიდევ აცტეკები მიირთმევდნენ, მას აჰუაქათს-ს (ahuacatl) უწოდებდნენ.

მე-16-ე საუკუნეში, როდესაც ესპანელები მექსიკაში, ცენტრალურ ამერიკაში ჩავიდნენ, მათ პროდუქტს სახელი შეუცვალეს და აგუაკატე უწოდეს. სწორედ მას შემდეგ დაიწყეს ადგილობრივებმა ავოკადოს ფერმების გაშენება და ამ ინდუსტრიას 500 წლის განმავლობაში ავითარებდნენ.

თუმცა, ავოკადოს კომერციალიზაცია 1900 -იანი წლებიდან დაიწყო. თავდაპირველად პროდუქტი დელიკატესად ითვლებოდა, რადგან მას განსაკუთრებული გამაჯანსაღებელი თვისებები აქვს.

მოგვიანებით ამერიკელმა ფერმერებმა “კალიფორნიის ავოკადოს ასოციაცია“ დააფუძნეს. 1950 წლიდან პროდუქციის მასიურად წარმოების შემდეგ, საცალო ავოკადოს ფასი 25 ცენტით შემცირდა.

მასიურმა წარმოებამ ახალი პრობლემები წარმოშვა. საქმე იმაშია, რომ ავოკადოს განსაკუთრებული პირობები და ბუნებრივი რესურსები სჭირდება. ყველაზე მნიშვნელოვანი კი წყალია, რომელიც ძალიან დიდი რაოდენობით არის საჭირო. წლებთან ერთად, წყლის რესურსების შემცირებამ, ფერმერები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა.

პოპულარობის პიკს ავოკადომ 1980 -იანი წლებიდან მიაღწია. იგი ჯანსაღ ცხიმს შეიცავს, რომელიც ორგანიზმისთვის სასარგებლოა და წონაზე გავლენას არ ახდენს.

ექსპორტზე გასატან 500 გრამ ავოკადოს 270 ლიტრი წყალი სჭირდება. 90 მილიონი ავოკადოს მოსაყვანად კი 54 მილიარდი ლიტრი წყალი. წარმოიდგინეთ, რამდენი რესურსი იხარჯება მხოლოდ კალიფორნიაში, რომელიც ერთ-ერთი მზიანი შტატია. სწორედ ასეთი დეტალები განსაზღვრავს მის ფასს.

თეონა რამაზაშვილი