“მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმი“ იაპონიის მთავრობის მიერ შემუშავებულ ახალ ტექნოლოგიაზე ინფორმაციას ავრცელებს, სადაც ხელოვური ინტელექტი (AI) მოქალაქეებს მომავლის დაგეგმვაში დაეხმარება.
AI ახალგაზრდებს, ასევე ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც სიყვარულის პოვნა და ოჯახის შექმნა სურს, მისთვის შესაფერისი კანდიდატის მოძებნაში დაეხმარება. მთავრობის გადაწყვეტილებით დაფუძნდება სპეციალური პროგრამა, სადაც AI შეთავსების ალგორითმით სასურველ კანდიდატებს ერთმანეთთან დააკავშირებს.
“წამოწყება ადამიანებს ერთმანეთისთვის იდეალურ კანდიდატებს აპოვნინებს. ამასთან ერთად, მათ ოჯახის შექმნა გაუადვილდებათ, რაც სამომავლოდ შობადობაზეც კარგად აისახება“, - აცხადებენ პროექტში მონაწილე პირები.
ცენტრალურმა მთავრობამ ადგილობრივ (მუნიციპალურ) ცენტრებში გადასაცემი ბიუჯეტი, 19 მილიონი დოლარი უკვე გამოყო. თანხა პროექტის დახვეწას მოხმარდება. მაგალითად, როგორიც არის ჰობის, ინტერესთა სფეროების, იუმორის შეჯერება და ა.შ.
იაპონია ერთ-ერთი ქვეყანაა მსოფლიოში, რომელსაც შობადობის დაბალი მაჩვენებელი აქვს. მაგალითად, 2019 წელს რეკორდულად დაბალი რაოდენობის - 864,000 ბავშვი დაიბადა. დარგის სპეციალისტების თქმით, მოსახლეობის რაოდენობა 126 მილიონიდან შესაძლოა 53 მილიონამდე შემცირდეს.
ხელოვნური ინტელექტის გარდა, წასახალისებლად მთავრობამ სხვა ღონისძიებებიც გაატარა. ახლადდაქორწინუბულებს სახლის მოსაწყობად ერთჯერადად 5 800 დოლარი გადაეცემათ. ასევე სარგებლობენ სხვა შეღავათებით. თუმცა, სპეციალისტების თქმით, იაპონიაში არსებული ტემპის გამო, ქალები სამსახურს და კარიერას ირჩევენ და ბავშვის გაჩენის შესახებ გადაწყვეტილების მიღება მათ ძალიან უჭირთ.