„სტრადაჯგუფი“ საქართველოში  ავტომობილ GAZelle Next-ის ოფიციალურ გაყიდვებს იწყებს

11 დეკემბერს, 18:00-ზე, Event Hall-ში ავტომობილების ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში სტრადაჯგუფი ავტომობილ GAZelle Next-ის პრეზენტაციას გამართავს.

პრეზენტაციას დაესწრებიან: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ქალბატონი ქეთევან ბოჭორიშვილი, სახელმწიფო სტრუქტურების, რეგიონების გამგეობებისა და კერძო ბიზნესსექტორის წარმომადგენლები, სტრადაჯგუფის 45 უცხოელი პარტნიორი და სხვა.

პრეზენტაციის დაწყებამდე, 17:30 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზის ფოიეში პრესკონფერენციას გამართავენ: სტრადაჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი დავით ზაუტაშვილი და Gaz Group-ის წარმომადგენელი, გაყიდვებისა და მარკეტინგის დირექტორი - ოლეგ მარკოვი. მედიის წარმომადგენლებს საშუალება მიეცემათ, დეტალური ინფორმაცია მიიღონ ახალი ავტომობილის შესახებ და გაეცნონ კომპანიის სამომავლო გეგმებს.

სტრადაჯგუფი, პრეზენტაციაზე მოწვეული სტუმრების გარდა, უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს მედია წარმომადგენლებს. პრესკონფერენციის შემდეგ გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე, გათამაშდება ორი ორკაციანი საგზური ბარსელონასა და სტამბულში. გათამაშების ბილეთები თითოეულ მედია წარმომადგენელსაც დაურიგდება.

კომპანია Gaz Group-ის შესახებ ინფორმაცია: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია Gaz Group დაბალი, საშუალო და მაღალი ტვირთამწეობის ავტომობილებს, ავტობუსებსა და ავტონაწილებს აწარმოებს. Gaz Group-ი რუსეთის 7 რეგიონში 13 სტრუქტურულ ერთეულს აერთიანებს და კომერციული ავტომობილების სეგმენტში ბაზრის ლიდერია. დღეს ჯგუფის ფლაგმანი პროდუქტი ახალი თაობის კომერციული ავტომობილი GAZelle Next-ია, რომელიც 20-30%-ით იაფია კონკურენტებზე, ექსპლუატაციის პირობებითა და ტექნიკური პარამეტრებით კი ღირსეულ კონკურენციას უწევს მათ. GAZelle Next-ის მოდელები განსაკუთრებით გამოირჩევა მუნიციპალური, კომუნალური და სპეციალიზებული მოდიფიკაციებით.

GAZelle Next-ის ქარხანა წელს თურქეთშიც გაიხსნა, რომლის მიერ წარმოებული ავტომობილებიც წარმატებით დამკვიდრდა ბაზარზე აქტიური კონკურენციის პირობებში.

სტრადაჯგუფის შესახებ ინფორმაცია: სტრადაჯგუფი საქართველოს ბაზარზე 2008 წლიდან მოღვაწეობს. ჯგუფი საქართველოში FCA-ის (FIAT Chrysler Automobiles, ფიატ-კრაისლერ ავტომობილების: Abarth, Alfa Romeo, Chrysler, Dodge, Ferrari, Fiat, Jeep, Fiat Professional, Lancia, Maserati, Ram Trucks და SRT) და GAZ-ის ოფიციალური დილერი და თბილისში მეორადი ავტომობილების ყველაზე დიდი ავტობაზრობის მფლობელია.

კომპანიის შოურუმი მდებარეობს აკ. ბელიაშვილის 97-ში.

(R)