რა შეზღუდვები იმოქმედებს დასვენების დღეებში

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქვეყანაში რამდენიმე შეზღუდვა წესდება.

ამის შესახებ, გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ რამდენიმე დღის წინ მიიღო. კერძოდ:

  • აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, იცვლება „კომენდანტის საათის“ მოქმედების პერიოდი. შედეგად, გადაადგილება შესაძლებელი იქნება - 1-ლი მაისის 23:00 საათამდე პერიოდსა და 2 მაისის 04:00 საათიდან პერიოდში. შესაბამისად, ე.წ. „კომენდანტის საათი“ მხოლოდ 1 დღით - 1 -ლი მაისის 23:00-სთ-დან 2 მაისის 04:00 სთ-მდე იმოქმედებს;
  • 2 მაისიდან 12 მაისის ჩათვლით ქალაქებში ჩერდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფუნქციონირება. მათ შორის, თბილისში გაჩერდება მეტროპოლიტენი და საბაგირო;
  • 2 მაისიდან 4 მაისის ჩათვლით მთელი ქვეყნის მასშტაბით, აიკრძალება სასაფლაოს ტერიტორიაზე შესვლა, თუმცა, ეს აკრძალვა არ ეხება სასაფლაოზე იმ ღონისძიებების განხორციელების მიზნით შესვლასა და გადაადგილებას, რომლებიც აუცილებელია მიცვალებულის დაკრძალვისათვის.

ამასთან, შეგახსენებთ, რომ 4-დან 8 მაისის ჩათვლით და 10-11 მაისი საქართველოს მასშტაბით დასვენების, ანუ უქმე დღეებად გამოცხადდა.

თაია არდოტელი