2020 წლის აპრილ-ივნისში უძრავი ქონების გასაყიდი ფასების ინდექსი 6.7%-ით შემცირდა, თუმცა დარჩენილი წლის ბოლომდე შეინარჩუნა ზრდის ტენდენცია.
ამის შესახებ „აისეტის“ მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.
მათივე ცნობით, 2020 წელს, წინა წელთან შედარებით, 29.4%-ით შემცირდა უძრავი ქონების გაყიდვების რიცხვი საქართველოში. ამასთან, წლის განმავლობაში კლებადი ტრენდით გამოირჩეოდა გასაქირავებელი ფასების ინდექსიც.
კვლევაში ასევე მოცემულია, თუ როგორი იყო უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი უბნების მიხედვით, 2020 წელს. როგორც კვლევიდან ირკვევა, თბილისში გასაყიდი საშუალო ფასი ზოგადად - 2 896 ლარი იყო. აქედან, ყველაზე ძვირი - 4 323 ლარი იყო, მთაწმინდა/სოლოლაკში; ხოლო ყველაზე იაფი - 998 ლარი ლილოში. გასული წლის მონაცემებით, უძრავი ქონების საშუალო გასაყიდი ფასი, უბნების მიხედვით, ასე გამოიყურება:
- ავჭალა - 1555 ლარი;
- გლდანის მასივი - 1996 ლარი;
- მუხიანი - 1960 ლარი;
- დიდუბე - 2500 ლარი;
- დიღმის მასივი - 2552 ლარი;
- ვაკე-ბაგები - 3485 ლარი;
- ვაჟა-ფშაველა - 2911 ლარი;
- ნუცუბიძე - 2348 ლარი;
- წყნეთი - 2612 ლარი;
- ვაზისუბანი - 1958 ლარი;
- მეტრომშენი - 2779 ლარი;
- ნავთლუღი - 2212 ლარი;
- ორთაჭალა - 2947 ლარი;
- ფონიჭალა - 1470 ლარი;
- ვერა - 3698 ლარი;
- კიკეთი/კოჯორი - 2021 ლარი;
- მთაწმინდა/სოლოლაკი - 4323 ლარი;
- წავკისი/შინდისი/ტაბახმელა - 2464 ლარი;
- თემქა - 1851 ლარი;
- ნაძალდევი - 2245 ლარი;
- სანზონა - 2124 ლარი;
- ძველი ნაძალადევი/ლოტკინი - 1037 ლარი;
- დიღომი/დიდი დიღომი - 2306 ლარი;
- ვაშლიჯვარი - 2206 ლარი;
- ვეძისი - 3106 ლარი;
- საბურთალო - 3060 ლარი;
- ვარკეთილი - 1968 ლარი;
- ლილო - 998 ლარი;
- მე-3 მასივი - 1835 ლარი;
- ორხევი - 1494 ლარი;
- ქვედა სამგორი - 1942 ლარი;
- ზედა ჩუღურეთი - 2041 ლარი;
- ქვედა ჩუღურეთი - 2851 ლარი.