ბინის დაქირავება თუ ყიდვა - მსოფლიოს რომელ ქვეყანაში რას ანიჭებენ უპირატესობას

პლატფორმა Statista 2020-2021 წლების ჩამონათვალს აქვეყნებს, სადაც სხვადასხვა ქვეყნის მოსახლეობა არჩევანს აკეთებს ბინის ყიდვასა და დაქირავებას შორის.

Statista Global Consumer Survey-ის მონაცემების მიხედვით, ადამიანების პოზიცია ბინის ყიდვასა და დაქირავებას შორის დამოკიდებულია სხვადასხვა ქვეყანაში ბინის ფასსა და პირობებზე.

კვლევის მიხედვით, ბინის ყიდვასთან შედარებით დაქირავებას უმეტესად დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ამჯობინებენ. მაგალითისათვის, შვეიცარიის მოსახლეობის 68% ბინის დაქირავებას ანიჭებს უმეტესობას, გერმანიაში კი 64%. ამ ქვეყნებში ადგილობრივების 2/3 სწორედ დაქირავებულ სახლებში ცხოვრობს.

ისეთ ქვეყნებს შორის კი, სადაც ბინის ყიდვას ანიჭებენ უპირატესობას რუსეთი და ჩინეთი მოხვდნენ.

Statista Global Consumer Survey-მა კვლევა 10 ქვეყანაში ჩაატარა, მათ საერთო ჯამში 15 000-ზე მეტი ადამიანი გამოკითხეს. მონაცემების მიხედვით, სხვადასხვა ქვეყანაში ბინის ქირაობასა და ყიდვას შორის დამოკიდებულება ასე გამოიყურება:

  • 1. შვეიცარია - 68% დაქირავება; 31% - ბინის ყიდვა
  • 2. გერმანია - 64% დაქირავება; 35% - ბინის ყიდვა
  • 3. საფრანგეთი - 47% დაქირავება; 50% -ბინის ყიდვა
  • 4. დიდი ბრიტანეთი - 44% დაქირავება; 56% - ბინის ყიდვა
  • 5. კანადა - 42% დაქირავება; 54% - ბინის ყიდვა
  • 6. იაპონია - 39% დაქირავება; 61% - ბინის ყიდვა
  • 7. აშშ - 37% დაქირავება; 58% - ბინის ყიდვა
  • 8. იტალია - 24% დაქირავება; 71% - ბინის ყიდვა
  • 9. ჩინეთი - 14% დაქირავება; 83% - ბინის ყიდვა
  • 10. რუსეთი - 11% დაქირავება; 87% - ბინის ყიდვა
ბექა ბერიაშვილი