ბიბლიის მუზეუმში ტურინის სუდარის ინოვაციური გამოფენისთვის სპეციალური ფონდი შეიქმნა

ვაშინგტონში მდებარე ბიბლიის მუზეუმი ტურინის სუდარის ნოვატორულ გამოფენას გეგმავს. გამოფენა, სახელწოდებით „მისტერია და რწმენა“ (Mystery & Faith), მომავალი წლის 26 თებერვალს გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაცია ბიბლიის მუზეუმის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა განთავსებული. გამოფენის გამართვის მიზნით, ბიბლიის მუზეუმის მიერ სპეციალური ფონდიც არის შექმნილი.

„შემოწირე დღეს და მიიღე სპეციალური მოსაწვევი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია გამოფენასთან დაკავშირებული ღონისძიებების შესახებ. თქვენი ფინანსური მხარდაჭერით შესაძლებელი გახდება ტურინის სუდარის გამოფენა ბიბლიის მუზეუმში,“ - ნათქვამია ვებ-გვერდზე, სადაც, ასევე, განსაზღვრულია შესაწირი თანხის ოდენობა, რომელიც 25, 50, 100, 500, 1000 და 5000 დოლარს შეადგენს. აქედან შერჩეულ თანხას შემომწირველი ვებ-გვერდზე მოცემული გადახდის გრაფის საშუალებით გადარიცხავს ფონდში. კონკრეტული შენაწირისთანავე მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე შემწირველ პირს ქვითარი მიუვა. თანხის შეტანა შესაძლებელია, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე eCheck სისტემითა და საკრედიტო-სადებეტო ბარათებით. ერთჯერადი შენაწირის გარდა, ერთსა და იმავე პირს შეუძლია რეგულარულად ანუ კვირაში ერთხელ, ყოველთვიურად, ყოველკვარტალურად და ყოველწლიურად შეიტანოს თანხა ფონდის ანგარიშზე.

„მსოფლიოში სულ რამდენიმე არტეფაქტს გამოუწვევია კამათი, წარმოუჩენია არაერთი ჰიპოთეზა და ზოგისთვის რწმენაც კი განუმტკიცებია. ერთ-ერთი ასეთია ტურინის სუდარა. ბიბლიის მუზეუმი მოხარულია, წარმოგიდგინოთ ტურინის სუდარის ნოვატორული, მაღალტექნოლოგიური, ინოვაციური გამოფენა. ოთხი საგამოფენო სექციის კურსზე დამთვალიერებლები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას ტურინის სუდარის შესახებ, გაეცნობიან მის ისტორიას და შეიტყობენ, თუ რა გავლენას ახდენს ის მილიონობით ადამიანზე,“ - ნათქვამია ბიბლიის მუზეუმის განცხადებაში.

ბიბლიის მუზეუმი 2017 წლის ნოემბერში გაიხსნა. შენობა 430 ათას კვადრატული მეტრის ფართობზეა განთავსებული და კაპიტოლიუმის შენობიდან სამი კვარტლის დაშორებით მდებარეობს. ბიბლიის მუზეუმი ცდილობს, მსოფლიოში ტექნოლოგიურად ყველაზე განვითარებულ და საინტერესო მუზეუმთა რიცხვში ჩაეწეროს. მას არაერთხელ გამოუფენია 4000-წლიანი ისტორიის იშვიათი და მეტად საინტერესო არტეფაქტები. ის დამთვალიერებლებს ბიბლიისა და მსოფლიოზე მისი გავლენის შესწავლის ინდივიდუალურ გამოცდილებას სთავაზობს.

სუ­და­რა, რო­მელ­შიც იე­სო ნა­ზა­რე­ვე­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ გა­ახ­ვი­ეს, იტა­ლი­ის ქა­ლაქ ტუ­რინ­ში, წმიდა იოანე ნათლისმცემლის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში ინა­ხე­ბა. დღე­ის­თვის სუ­და­რას ტყვი­ა­გა­უმ­ტა­რი მი­ნა და საგანგებო აპარატი იცავს. ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სამ­ყა­როს ამ ერ­თ-ერ­თ უდი­დე­ს სიწ­მინ­დეს თა­ნა­მედ­რო­ვე ღვთის­მეტყ­ვე­ლე­ბი "მე­ხუ­თე სა­ხა­რე­ბას" უწო­დე­ბენ, რად­გან მას­ზე სას­წა­უ­ლებ­რი­ვა­დაა აღ­ბეჭ­დი­ლი ის ვნე­ბა­ნი, რო­მე­ლიც მაცხ­ო­ვარს ჯვარ­ცმი­სას მი­ა­ნი­ჭეს. გად­მო­ცე­მის თა­ნახ­მად, სუ­და­რა თავ­და­პირ­ვე­ლად წმიდა პეტ­რე მო­ცი­ქულ­თან ინა­ხე­ბო­და, შემ­დგომ კი გა­და­ე­ცე­მო­და მო­ცი­ქუ­ლებს, ხოლო ქრის­ტი­ა­ნე­ბის დევ­ნის დროს სუ­და­რას მა­ლავ­დნენ.

1898 წლის 25 მა­ისს ტუ­რი­ნის რე­ლი­გი­უ­რი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუშ­თა გა­მო­ფე­ნა­ზე გა­მობ­რძა­ნე­ბუ­ლი სუ­და­რა ტუ­რი­ნელ­მა ად­ვო­კატ­მა და მოყ­ვა­რულ­მა ფო­ტოგ­რაფ­მა სე­კონ­დო პი­ამ გა­და­ი­ღო და და­ბეჭ­და ორი ფო­ტო დი­დი ზო­მის ფურ­ცლებ­ზე (50X60 სმ). ფი­რის გამ­ჟღავ­ნე­ბი­სას კი მოხ­და იმ დრო­ის­თვის მეც­ნი­ე­რუ­ლად აუხ­სნე­ლი და წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი მოვ­ლე­ნა: ნე­გა­ტივ­ზე მა­მა­კა­ცის ფო­ტო­გა­მო­სა­ხუ­ლე­ბა გა­მოჩ­ნდა. ამან სა­თა­ვე და­უ­დო ტუ­რი­ნის სუ­და­რის მეც­ნი­ე­რულ შეს­წავ­ლას, რო­მე­ლიც XX სა­უ­კუ­ნი­დან რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით გა­ი­შა­ლა. 2008 წელ­ს მეც­ნი­ე­რებ­მა სუ­და­რის უზუს­ტე­სი ციფ­რუ­ლი ფო­ტოს შექ­მნა შეძ­ლეს, რაც ქრის­ტეს გა­მო­სა­ხუ­ლე­ბის უმ­ცი­რე­სი დე­ტა­ლე­ბის ნახვის შესაძლებლობას ქმნის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ