დღეს ციფრულ ვალუტა ეთერიუმის ფასი, პირველად მისი არსებობის ისტორიაში, 3 000 დოლარს ასცდა. წლის დასაწყისიდან, მისი ფასი 325 პროცენტით არის გაზრდილი. შედარებისთვის, ყველაზე პოპულარულ ციფრულ ვალუტა ბიტკოინის ფასი წელს 95 პროცენტით არის გაზრდილი.
ინვესტორები თვლიან, რომ მომავლის დეცენტრალიზებულ ფინანსურ სისტემაში, ეთერიუმს ბიტკოინზე ფართო გამოყენება ექნება. ეს გარემოება, ეთერიუმზე მოთხოვნის სწრაფ ზრდას უზრუნველყოფს.
ამ მომენტისთვის, ეთერიუმის ფასი 3 153 დოლარს შეადგენს. 58 669 დოლარი ღირს ერთი ბიტკოინი.
კომპანია „Q9 კეპიტალის“ მმართველი დირექტორი ჯეიმს ქვინი ფიქრობს, რომ ეთერიუმის ფასის ზრდის მაღალ ტემპს ის გარემოება განაპირობებს, რომ ამ ვალუტის ფასის ზრდა, ბიტკოინისას ჩამორჩა და ახლა „დაწევას“ ცდილობს. „Q9 კეპიტალი“ ჰონ კონგშია ბაზირებული და კლიენტთა კრიპტო აქტივებს განაგებს.
ქვინი ასევე მიიჩნევს, რომ ეთერიუმის ფასის ზრდის მაღალ ტემპს, ასევე ეთერიუმის ბლოკჩეინის მოდერნიზება განაპირობებს, რამაც დეცენტრალიზებულ სივრცეში ეთერიუმის ბლოკჩეინს, მნიშვნელოვანი პლატფორმის როლს ანიჭებს.
„პირველ რიგში, ციფრული ვალუტების ფასის ზრდას, ბიტკოინის გაძვირება უზრუნველყოფს. ბევრი ინსტიტუციური ინვესტორი შემოდს ციფრული ვალუტების ბაზარზე, მათი პირველი ნაბიჯი კი ბიტკოინში ინვესტიციაა. ბაზრის ჩამოყალიბების პროცესში, რაც უკვე ექვსი თვეა შეინიშნება, სულ უფრო მეტი ყურადღება ეთმობა დეცენტრალიზებულ ფინანსირებას, ამ სფეროში კი სწორედ ეთერიუმია მოწინავე“, - ამბობს ქვინი.
ეთერიუმზე მოთხოვნის ზრდას ის გარემოებაც უზრუნველყოფს, რომ იზრდება მოთხოვნა ეთერიუმის ელექტრონულ საფულეებზე. გარდა ამისა, კანადაში ეთერიუმის გაიხსნა ეთერიუმის საფონდო ბირჟები.
ეთერიუმის და ბიტკოინის წყვილის ფასი წელს 100 პროცენტით გაიზარდა და ბოლო 2.5 წლის მაქსიმალურ მაჩვენებელს მიაღწია. დროთა განმავლობაში, ციფრული ვალუტების ბაზარზე შესული ინვესტორები, საკუთარი ფულადი სახსრების დივერსიფიკაციისთვის, პირველ რიგში, სწორედ ეთერიუმს იყენებენ.
ცნობისათვის, ევროპის საინვესტიციო ბანკმა შეიმუშავა გეგმა, რომელიც ეთერიუმის ბლოკჩეინის გამოყენებით, ციფრული ბონდების გამოშვებას ითვალისწინებს. „JP მორგანი“ კი ბიტკოინის მართულ ფონდს ჩამოაყალიბებს.
„ფაინენშლ ტაიმსის“ ინფრმაციით, ვენჩურული კაპიტალის გიგანტი „ანდრესენ ჰოროვიცი“ ახალი, 1 მილიარდ დოლარიანი ფონდის ჩამოყალიბებას გეგმას, რომლის დანიშნულებაც, ციფრულ ვალუტებსა და ციფრულ სტარტ-აპენში ინვესტირებაა.