”ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვები საკმარისად აქვს”

ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვები საკმარისად აქვს, - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ბოლო პერიოდში ვრცელდება განცხადებები, რომ ეროვნულ ბანკს რეზერვები აღარ აქვს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. "ბოლო პერიოდში რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაციები, რომ თითქოსდა ჩვენ აღარ გვაქვს სათანადო რაოდენობის სავალუტო რეზერვი ან ის, რომ რაიმე ფორმით შეზღუდული ვართ ამა თუ იმ ტიპის ინტერვენციაში. სავალუტო რეზერვები საკმარისი ოდენობით გვაქვს, რაც არის გათვალისწინებული საერთაშორისო სტანდარტებით", - განაცხადა ქადაგიძემ.