10 ქონება, რომელსაც სახელმწიფო მორიგ აუქციონზე ყველაზე ძვირად ყიდის

პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, სახელმწიფო ობიექტების ნაწილი ფასდაკლებით იყიდება.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ელექტრონული აუქციონის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, გამოტანილია 189 ქონება. აქედან, 142 - არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტია, 38 - სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების, ხოლო 9 -სახელმწიფო საწარმო. მორიგი აუქციონები 17 მაისს სრულდება.

„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ, იმ 10 ობიექტის ჩამონათვალს, რომელსაც სახელმწიფო ყველაზე ძვირად ყიდის:

1. თბილისში, რიყის ტერიტორიაზე არსებული 14591.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1 შენობა-ნაგებობა, ე.წ რიყის დოქები - საწყისი ფასი - 47 500 000 ლარი

2. თბილისში, გორგასლის ქ. N83ა; გორგასალის ქ. N81-ის მიმდებარედ არსებული 15139 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - 14 080 000 ლარი

3. ბათუმში, ფიროსმანის ქუჩა N12ა-ში არსებული 7023 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 11 448 000 ლარი

4. თბილისში, დოდაშვილის ქ. N18–ში (ნაკვ. 28/13) არსებული 15637 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - 9 417 000 ლარი

5. თბილისში, აღმაშენებლის გამზ. N91-ში არსებული 1190 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები - 7 017 000 ლარი

6. ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდში (ყოფილი სკოლა-ინტერნატი) მდებარე 99743.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე განთავსებული N1 (ნანგრევი) და N2 (ავზი) შენობა-ნაგებობები; ხონის მუნიციპალიტეტში, სოფელ გორდში (ყოფილი სკოლა-ინტერნატი) მდებარე 389435.00 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული N1-N4 (ნანგრევები) შენობა-ნაგებობები - 5 500 000 ლარი

7. მცხეთის მუნიციპალიტეტში, სოფელ მუხრანში არსებული 223936.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი - 4 100 000 ლარი

8. თბილისში, ვანის ქუჩა N1-ს მიმდებარედ 11 286 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა - 3 900 000 ლარი

9. შპს ,,დემეტრე 96“-ის (ს/კ 205221614) სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული 100% წილი - 3 921 000 ლარი

10. თბილისში, ვანის ქუჩა N1-ს მიმდებარედ 11 286 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 შენობა-ნაგებობა - 3 900 000 ლარი

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს პროგრამის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში აუქციონზე გასაყიდად გამოტანილი იყო სხვადასხვა ტიპის ქონება, მათ შორის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტურისტული, სამრეწველო, სოფლის მეურნეობისა და ლოგისტიკური მიზნებისთვის საჭირო ობიექტები.

ნინი ქეთელაური