დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 6 მაისს, საქართველოში „ასტრაზენეკას“ 43 ათასი დოზა შემოვა.
მისივე განმარტებით, ის განკუთვნილი იქნება იმ ადამიანებისთვის, ვინც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზა უკვე გაიკეთა. ამასთანავე, გამყრელიძის განცხადებით, „ასტრაზენეკას“ ათვისების მხრივ პრობლემა არ შეიქმნება.
„ასტრაზენეკა“ 6 მაისს კიდევ შემოვა 43 ათასი დოზა, რომელიც განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვინც პირველი დოზა გაიკეთა. „ასტრაზენეკას“ ვაქცინით დღევანდელი მონაცემებით, აცრილია 25 461 ადამიანი და დაჯავშნილი აქვს კიდევ 10 ათას ადამიანს, ამიტომ არ მგონია, რომ ჩვენ პრობლემა გვქონდეს „ასტრაზენეკას“ ათვისებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა გამყრელიძემ.