„აზიიდან გადაზიდვების ფასები 200%-ით გაიზარდა“, - როგორ აისახა პანდემიური წელი ტვირთების გადაზიდვაზე

,,პანდემიამ ლოგისტიკურ ბიზნესზე, ისევე როგორც სხვა სფეროებზე, მნიშვნელოვანი ზეგავლენა მოახდინა. საქართველოში საერთაშორისო გადაზიდვებზე შეზღუდვა არ დაწესებულა, ამგვარ შეზღუდვებს ერიდებოდნენ სხვა ქვეყნებიც, თუმცა ეკონომიკურმა პრობლემებმა, საბოლოო ჯამში, გადაზიდვებზე ზეგავლენა მაინც მოახდინა. 2020 წლის ოქტომბრიდან ე.წ. მეორე ტალღის დროს, აზიიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა საზღვაო ფრახტი, რაც გამოწვეული იყო აზიაში ცარიელი კონტეინერების დეფიციტით. წინა წლებთან შედარებით დაახლოებით 200%-ზე მეტია ღირებულება ამ მიმართულებიდან ტვირთების გადაზიდვებზე, რასაც ვერ ვიტყვით სხვა მიმართულებებზე”, - აღნიშნავს სატრანსპორტო-საექსპედიტორო კომპანია Inter Logistics-ის დირექტორი ნათია შუბითიძე და ,,ბიზნსპრესნიუსთან“ პანდემიის გავლენაზე, კომპანიის გეგმებსა და არსებულ სერვისებზე საუბრობს:

shignit-1620115117.png

„ყველა ფაქტორის ფონზე, სერვისების სრულყოფაზე მთელი წლის განმავლობაში ვმუშაობდით. კონკურენციის, ეკონომიკური კრიზისისა და ქვეყნებში არსებული არასტაბილური მდგომარეობის პირობებში, ჩვენს ბერკეტს მისაღები ფასები, მომსახურების მაღალი ხარისხი და დაზღვეული გადაზიდვები წარმოადგენდა. აქედან გამომდინარე, ვიტყოდი, რომ დიახ, ჩვენ შევძელით და მოვახერხეთ კრიზისის დაძლევა”, - ამბობს ნათია შუბითიძე.

მისივე თქმით, Inter Logistics-ის მიზანია, საქართველოს ბაზრისთვის ნოვატორული ლოგისტიკური მომსახურების შეთავაზება და განვითარება, რომელიც დაფუძნებულია ოპერატიულობასა და სანდოობაზე, ტვირთების ტრანსპორტირების ყველაზე ოპტიმალური მარშრუტების დაგეგმვასა და მომხმარებლებისთვის დროითი და ფინანსური რესურსების დაზოგვის ხელშეწყობაზე.

„დამეთანხმებით, ლოგისტიკა თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სფეროა, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩვენი მისიაა, საქართველოს შიდა და გარე ვაჭრობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა, იმპორტიორი და ექსპორტიორი კომპანიებისთვის ოპერატიული, სანდო, კონკურენტული და ხარისხიანი სერვისის შეთავაზების საფუძველზე.

ჩვენ ვართ კომპანია, რომელსაც ენდობიან უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიები, და საერთაშორისო აგენტები. ჩვენი უპირატესობებია: დაზღვეული გადაზიდვები, საუკეთესო ტარიფები აზია, ევროპასა და ადგილობრივ გადაზიდვებზე, მომსახურების მაღალი ხარისხი.

ჩვენი გუნდი მთლიანად ჩართულია კომპანიის განვითარებაში. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო ბაზრის მოთხოვნები სრულად დავაკმაყოფილოთ. ვგეგმავთ, ბიზნესის კიდევ უფრო განვითარებას, რაც ადგილობრივ ბაზარზე მეტი ადამიანის დასაქმების საწინდარი იქნება“, - აცხადებს ნათია შუბითიძე.

კომპანია Inter Logistics, რომელიც 2011 წელს დაარსდა, მომხმარებელს სთავაზობს მთლიანი და ნაკრები ტვირთების გადაზიდვებს საერთაშორისო სახმელეთო, საზღვაო, საჰაერო გზით; ტვირთების ტრანსპორტირებას უმოკლეს ვადებში; ნებისმიერი სახის ტვირთის დოკუმენტაციის მომზადებას; ტვირთების დასაწყობებას, საბაჟო გაფორმებას, ტვირთების კარამდე მიტანის სერვისს საკუთარი ავტოპარკის საშუალებით.