ნათია თურნავას განცხადებით, რესტორნების, სასტუმროების, ტუროპერატორი კომპანიების თანამშრომლების ვაქცინაციის შემდეგ, ე.წ. კოვიდ უსაფრთხო სასტუმროები, რესტორნები და კომპანიები გვექნება

ჩვენ და ტურიზმის ადმინიტრაცია იმუშავებს სხვადასხვა ასოციაციასთან, ეს არის ტურისტული ასოციაცია, რესტორატორთა ასოციაცია და სასტუმროების ასოციაციები, იმისთვის რომ რაც შეიძლება სწრაფად შედგეს შესაბამისი სიები სხვადასხვა რესტორნის, სასტუმროს, ტუროპერატორი კომპანიების თანამშრომლების და მოხდეს მათი ორგანიზებული ნებაყოფლობითი ვაქცინაცია , - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მისი თქმით, ის ორგანიზაციები და კომპანიები, სადაც დასაქმებულების უმრავლესობა იქნება ვაქცინირებული, ჩაითვლება კოვიდუსაფრთხო სასტუმროებად და რესტორნებად, რაც საქართველოს დაეხმარება იმაში, რომ სწრაფად აღდგეს ტურისტული ინდუსტრია.

„პრემიერ-მინისტრის დავალებით გადავწყვიტეთ, რომ ტურისტული ინდუსტრია იქნება პრიორიტეტული ჯგუფი ვაქცინაციის კონტექსტში. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ძალიან სწრაფად მოვახდინოთ ტურისტული ინდუსტრიის აღდგენა, მისი მარკეტინგული მხარდაჭერა საერთაშორისო პლატფორმაზე, სრულად მსოფლიომ რომ შეიტყოს, ჩვენი ტურისტული ინდუსტრია არის კოვიდ უსაფრთხო. ეს, რა თქმა უნდა, სწრაფი ვაქცინაციის გზით არის შესაძლებელი. ვაქცინაცია არის ერთადერთი საშუალება , რომელიც სწრაფად აღგვადგენინებს ეკონომიკას.

ჩვენ და ტურიზმის ადმინიტრაცია იმუშავებს სხვადასხვა ასოციაციასთან, ეს არის ტურისტული ასოციაცია, რესტორატორთა ასოციაცია და სასტუმროების ასოციაციები, იმისთვის რომ რაც შეიძლება სწრაფად შედგეს შესაბამისი სიები სხვადასხვა რესტორნის სასტუმროს, ტუროპერატორის კომპანიების თანამშრომლების და მოხდეს მათი ორგანიზებული ნებაყოფლობითი ვაქცინაცია. შედეგად ის ორგანიზაციები და კომპანიები, სადაც დასაქმებულების უდიდესი უმრავლესობა, რა თქმა უნდა, იმ წესების დაცვით, რასაც ჯანდაცვის სამინისტრო აწესებს, იქნება ვაქცინირებული, ჩაითვლება ე.წ. კოვიდ უსაფრთხო სასტუმროებად, რესტორნებად და კომპანიებად. ჩვენ მარკეტინგული შესაძლებლობით გავუწევთ პრომოუშენს და მთელი მსოფლიო შეიტყობს, რომ საქართველოში ესა თუ ის რესტორანი თუ სასტუმრო არის კოვიდ უსაფრთხო, რაც დაგვეხმარება იმაში , რომ სწრაფად აღდგეს ტურისტული ინდუსტრია“, - განაცხადა თურნავამ.