2026 წელს მსოფლიოში გაყიდული ავტომობილების ნახევარზე მეტი ელექტრომობილი იქნება

Boston Consulting Group (BCG)-ის მონაცმებით, 2026 წელს მსოფლიოში გაყიდული მსუბუქი ავტომობილებიდან ნახევარზე მეტი ელექტრომობილი იქნება. BCG-ის 2020 წლის მონაცემებით, 2025 წლისთვის ელექტრომობილები ბაზრის მესამედს დაიკავებენ, ხოლო 2030 წელს - 51%-ს. კოვიდპანდემიის 2020 წელს მსოფლიო ბაზარზე ელექტრომობილების წილი 12%-ით გაიზარდა მაშინ, როცა 2019 წელს 8%-ს შეადგენდა. BCG-ში პროგნოზირებენ, რომ 2025 წლისთვის მსოფლიოში ნახშირორჟანგის ნულოვანი გამონაბოლქვისა და საწვავის ელემენტებზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებების 47% ახალი ავტომობილებისგან იქნება შემდგარი.

დასატენ ელექტრომობილებზე მოთხოვნა ყველაზე მეტად ევროპაში გაიზარდა. მაგალითად, გერმანიაში 2020 წელს ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვებმა 342%-ით, ხოლო აკუმულატორის ელემენტებზე მომუშავე ავტომობილების გაყიდვებმა 207%-ით მოიმატა. იმავე პერიოდში ბენზინზე მომუშავე მსუბუქი ავტომობილების გაყიდვები 36%-ით შემცირდა, დიზელის კი - 29%-ით.

ანალიტიკოსების ვარაუდით, ამ მონაცემების მიუხედავად, ელექტრომობილებზე სრული გადასვლა სწრაფად მაინც ვერ მოხდება. BCG-ის მონაცემებით, 2035 წელს მსოფლიოს გზებზე ბენზინზე ან დიზელზე მომუშავე მანქანების წილი 70% იქნება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ