კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 174 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 1.17 მილიარდზე მეტი დოზაა გამოყენებული, რაც პლანეტის მოსახლეობის 7.7%-ის ვაქცინაციისთვისაა საკმარისი, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს.
პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად, საშუალოდ, 20.2 მილიონ ადამიანს უტარდება.
ვაქცინაციის რაოდენობით მსოფლიოში ჩინეთი ლიდერობს, სადაც 275 მილიონზე მეტი დოზა გამოიყენეს. აშშ-ში ვაქცინის 246.7 მილიონი დოზაა გამოყენებული, ინდოეთში -158.8 მილიონი, ევროკავშირში კი - 152 მილიონზე მეტი. Bloomberg-ის ცნობით, ისრაელში სრულად ვაქცინირებული მოსახლეობის 55.9%-ია. მას ჩილე, აშშ და გაერთიანებული სამეფო მოჰყვებიან.