1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4398 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4398 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4503 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0105 შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.1319 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.1818 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0499 ლარი შეადგინა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.