დღეიდან შიდა ქართლში „სინოფარმით“ ვაქცინაცია იწყება. გორში ,,სინოფარმით“ ვაქცინაცია შესაძლებელია ,“გორმედსა" და თავდაცვის სამინისტროს გორის სამხედრო ჰოსპიტალში, რაც შეეხება რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტებს, ამ ეტაპზე, ვაქცინაცია ტარდება კასპში - ,,მედალფას" კლინიკაში, ქარელში - ,,გორმედის" ქარელის ცენტრალურ საავადმყოფოში და ხაშურში, სადაც ვაქცინაცია ჩატარდება შპს ,,ახალ კლინიკაში".
ამ დროისთვის, შიდა ქართლში, ყველა დასახელებულ სამედიცინო დაწესებულებაში 5-დან 24 მაისის ჩათვლით, ,“სინოფარმით" ვაქცინაციაზე ყველა ადგილი დაჯავშნილია.
შეგახსენებთ, იმუნიზაციის საბჭოს 27 აპრილის გადაწყვეტილებით, COVID 19-ის წინააღმდეგ „სინოფარმით" აცრას 18 წლის ზემოთ მოქალაქეებიც დაექვემდებარნენ.