ბინები გლდანში, რომელთა სრული ღირებულება შიდა უპროცენტო განვადებით 5 წლამდე ვადაზე ნაწილდება

უპრეცედენტო შეთავაზება „ტერასა გლდანი გრინ თაუერისგან“ – ბინები მხოლოდ შიდა უპროცენტო განვადებით, რომელიც 5 წლამდე ვადაზე ნაწილდება. ნებისმიერ მსურველს საშუალება აქვს, ბანკთან ურთიერთობისა და შემოსავლების დადასტურების გარეშე შეიძინოს უძრავი ქონება.

განვადებით სარგებლობისას ბინის სრულ ღირებულებას არ ემატება პროცენტი და მესაკუთრე მხოლოდ მის თვითღირებულებას იხდის. გრაფიკის შესადგენად კი მხოლოდ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა დაგჭირდებათ.

როგორც დეველოპერულ კომპანია „ტერასა ჯგუფში“ განმარტავენ, მათი ახალი შეთავაზება ადგილობრივ ბაზარზე ინოვაციურია და უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდას ემსახურება.

„გვსურს, ამ შეთავაზებით ჩვენი ბინები უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ. „ტერასა გლდანი გრინ თაუერი“ ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული პროექტია, რომლის დახვეწილი ექსტერიერი ერთი შეხედვით იქცევს ყურადღებას. პირველი ორი სართული ეთმობა კომერციულ და საოფისე ფართებს, თუმცა ის, რითიც ყველაზე მეტად ვამაყობთ, საცხოვრებელი კორპუსის მთლიან სახურავზე გამწვანებული ტერასაა, საიდანაც მთელი თბილისის პანორამული ხედები იშლება.

terasa11-1620194688.jpg

ჩვენ ვითვალისწინებთ ტერასის გამწვანების საერთაშორისო რეკომენდაციებს და ყველაფერს უსაფრთხოების წესების დაცვით, უმაღლესი სტანდარტებით ვაკეთებთ. ტერასაზე მოეწყობა საბავშვო გასართობი სივრცე, ბილიკები და დაირგვება ამგვარი პროექტისთვის გათვალისწინებული მცენარეები“, - განმარტავენ „ტერასა ჯგუფში“.

terea22-1620194733.jpg

„ტერასა გლდანი გრინ თაუერი“ ოპტიმალურად დაგეგმარებული საოჯახო ბინებით გამოირჩევა. მაგალითად, ფოტოსურათზე ხედავთ 128 კვ.მ ფართობის ბინას, რომლის ყველა სივრცე ჭკვიანურად არის ათვისებული და სრულად არის მორგებული ოჯახის საჭიროებებს.

terasa33-1620194771.jpg

პროექტში წარმოდგენილია შედარებით მცირე ფართობის ბინებიც 53 კვ.მ-დან, რომელთაც ძირითადად, კომერციული მიზნებისთვის იძენენ. „ტერასა გლდანის“ პროექტი იდეალურია როგორც საცხოვრებლად, ისე გასაქირავებლად და კომერციული სარგებლის მისაღებად.

პროექტი გლდანის გამგეობის მიმდებარედ ხორციელდება და როგორც ახმეტელის, ისე სარაჯიშვილის მეტროსთან ახლოს მდებარეობს. „ტერასა გლდანი გრინ თაუერის“ მნიშვნელოვანი უპირატესობაა მის გარშემო მდებარე გამწვანებული ზონები, სიმშვიდე, სუფთა ჰაერი და ჯანსაღი გარემო, რომელიც სრულ ჰარმონიას ქმნის.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, „ტერასა ჯგუფს“ საკონტაქტო ინფორმაცია დაუტოვონ და კომპანიის წარმომადგენლები დამატებით დეტალებს პირადად გააცნობენ:

teragancxadeba-1620194847.jpg