პაატა იმნაძე - „სინოფარმის“ ვაქცინა ძალიან გამოცდილი ვაქცინაა, ჩინეთის გარდა, მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში გამოიყენება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის პაატა იმნაძის განცხადებით, აცრისთვის ადგილების დამატება ნამდვილად იგეგმება.

„რაც შეეხება თვითონ „სინოფარმის“ ვაქცინას, ეს უკვე ძალიან გამოცდილი ვაქცინაა. ჩინეთის გარდა, მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში გამოიყენება. მსოფლიოში ძალიან ფართოდ არის ადმინისტრირებული. ასე რომ, ვაქცინამ უკვე დაამტკიცა თავისი უსაფრთხოება და ეფექტურობა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენთანაც წარმატებით გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი“, - აცხადებს იმნაძე.