2021 წლის 5 მაისის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების მოცულობამ 1.420 მილიარდ ლარს მიაღწია, საიდანაც დარიცხული სარგებელი 148.8 მილიონი ლარია. ამის შესახებ ინფორმაციას საპენსიო სააგენტო ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საპენსიო აქტივები ქართულ კომერციულ ბანკებშია განთავსებული და ერიცხება ეფექტური წლიური სარგებელი 11%.
„საპენსიო აქტივების 62% განთავსებულია სადეპოზიტო სერტიფიკატებში და ვადიან დეპოზიტებში, ხოლო 38% სარგებლიან მიმდინარე ანგარიშებზე. საპენსიო აქტივები დღეისათვის ლარშია ინვესტირებული. დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 800-მდე ადამიანმა. საპენსიო სქემაში ჩართულთა რაოდენობა იზრდება და თვეში საშუალოდ 11 000-ზე მეტი ადამიანი უერთდება სქემას, ამ დროისათვის კი 1,145,808 სქემის მონაწილეა რეგისტრირებული“, -აღნიშნულია საპენსიო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.