რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, კურორტ წყალტუბოს განვითარების პროექტთან დაკავშირებით სივრცითი მოწყობის კონცეფციის დამუშავება მიმდინარეობს.
როგორც ქარსელაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც ეკონომიკური, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომპონენტი.
„წყალტუბოსთან დაკავშირებით ძალიან საინტერესოდ მიმდინარეობს კონცეფციის დამუშავება, რაც სივრცით მოწყობას ეხება. საუბარია სივრცით მოწყობაზე, სადაც მძლავრადაა წარმოდგენილი როგორც ეკონომიკური კომპონენტი, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კომპონენტი. ამ შემთხვევაში ჩვენს ამოცანას წარმოადგენს იმ ბალანსის დაცვა, რომელიც ყველა ამ კომპონენტის შენარჩუნებასთან ერთად მოგვცემს იმ ახალ შესაძლებლობას, რასაც კურორტი ითვალისწინებს. ეს ერთ დღეში არ ხდება და არც არავის უთქვამს, რომ ერთ დღეში მოხდებოდა. შესაბამისად, გეგმაზომიერად მიმდინარეობს პროექტი და მიმდინარეობს იმდენ ხანს, რამდენ ხანსაც სატენდერო პირობებით იყო გათვალისწინებული“,- განაცხადა ქარსელაძემ.