G20 ქვეყნების ტურიზმის მინისტრებმა კოვიდ-პასპორტების გააქტიურებას მხარი დაუჭირეს - შეეხებათ თუ არა ცვლილებები არავაქცინირებულ პირებს

მოგზაურობისა და ტურიზმის ინდუსტრიის მხარდასაჭერად G20– ის ქვეყნები კორონავირუსის ვაქცინაციის პასპორტების ამოქმედებას ითხოვენ. ამის შესახებ Bloomberg წერს.

წამყვანი ქვეყნების ლიდერების განცხადებით, "მოგზაურობისა და ტურიზმის განახლება გლობალური ეკონომიკის აღორძინებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს ".

“ტურიზმის სექტორის პერსპექტივები გაურკვეველია. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ მოგზაურობისა და ტურიზმის განახლება მნიშვნელოვან როლს ასრულებს გლობალური ეკონომიკის აღორძინებაში, ამ სექტორის სხვა სფეროებზე პირდაპირი და არაპირდაპირი ეკონომიკური გავლენა აქვს“ , - ნათქვამია დოკუმენტში.

Bloomberg -ის თქმით, G20- ის ქვეყნების მინისტრები ერთმანეთთან და ევროკავშირთან ციფრული “მწვანე სერთიფიკატების“ დანერგვის საკითხზე კოორდინაციას გეგმავენ.

ევროკომისიამ პროექტის დეტალები მარტის შუა რიცხვებში წარადგინა. "მწვანე სერთიფიკატის" მიღება მხოლოდ ვაქციირებულ პირებს არ შეეძლებათ. ე.წ. პასპორტებს აიღებენ ისინიც, ვინც კორონავირუსის უკვე გადაიტანა, ან კოვიდ ტესტირების შედეგად დადგინდა, რომ ინფიცირებული არ არის.

მსოფლიო ტურიზმისა და მოგზაურობის საბჭოს (WTTC) თანახმად, მოგზაურობისა და ტურიზმის სექტორის წვლილი მსოფლიო მშპ-ში 2020 წელს 49.1% -ით შემცირდა. გასულ წელს სამსახური სექტორში დასაქმებულმა 62 მილიონმა ადამიანმა დაკარგა.

თეონა რამაზაშვილი