უცხოურ სახელმწიფო კომპანიებს ევროკავშირის ინვესტიციებთან წვდომა შეეზღუდებათ

ევროკომისია უცხოურ კომპანიებს ევროკავშირის ქვეყნებში გამოცხადებულ ტენდერებზე და მსხვილ ინვესტიციებზე წვდომას შეუზღუდავს. ევროკომისიის ეს ინიციატივა ევროზონის მიღმა არსებულ სახელმწიფო ან მსხვილ კერძო კომპანიებს შეეხება, რომლებიც სახელმწიფო დოტაციებით სარგებლობენ. ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილე მარგარეტე ვესტაგერმა ბრიფინგზე განაცხადა, რომელზაც კომისიის მიერ შემუშავებული ევროკავშირის მრეწველობის სტრატეგია წარადგინა.

„ევროკავშირში 9 ევროპული კომპანისთვის სახელმწიფო დახმარების მიღებაზე მკაცრი ნორმები მოქმედებს. ამასთან ერთად, ჩვენ უნდა დავიცვათ ევროპული ბაზარი იმ უცხოური კომპანიებისგან, რომლებიც მნიშვნელოვან სახელმწიფო დოტაციებს იღებენ. ეს კომპანიები ვალდებული იქნებიან, ევროკომისიას სახელმწიფოსგან მიღებულ ფინანსებზე ინფორმაცია მიაწოდონ. სწორედ ამის შემდეგ უნდა გადავწყვიტოთ, მივიღებთ თუ არა მათ კონტრაქტებს. თუ ისინი სახელმწიფო დოტაციის შესახებ ინფორმაციას დამალავენ ან მცდარ მონაცემებს წარმოგვიდგენენ, შეთანხმებაში მონაწილეობის შესაძლებლობა არ მიეცემათ,“ - განაცხადა მარგარეტე ვესტაგერმა.

შიდა ბაზრის საქმეებში ევროკომისარ ტიერი ბრეტონის თქმით, ევროკავშირი ყველა კომპანიისთვის ღიაა. თუმცა თუ ბაზარზე უცხოური სუბსიდიების გავლენა გამოვლინდება, ევროკომისიას კონკრეტულ საქმეებში ჩარევის უფლება უნდა ჰქონდეს.

ევროკომისიის ინიციატივას ევროკავშირის წევრი ქვეყნები განიხილავენ, რის შემდეგაც ის ევროკავშირის საბჭომ უნდა დაამტკიცოს.

კოკა კვირკველია