1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4399 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.4399 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.4399 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.4398 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0001 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 4.1334 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.1319 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0015 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.