ვფიქრობ, რომ ჩვენ მომდევნო თვეებში უკვე დავინახავთ მოცემულობას, რომ ინფლაცია შემცირების მიმართულებით წავა, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც უპასუხა დასმულ შეკითხვას რეფინანსირების პროცენტის გაზრდასთან დაკავშირებით.
მისი თქმით, ეროვნულმა ბანკმა გააკეთა განმარტება, რატომ განახორციელა აღნიშნული ცვლილება.
„ეროვნული ბანკი ამ ინსტრუმენტის გარდა იყენებს სხვა ინსტრუმენტებს. შესაბამისად, ეროვნულმა ბანკმა, ამ ეტაპზე, სწორედ ეს ღონისძიება ჩათვალა ყველაზე ეფექტურად იმისათვის, რომ ინფლაციის ტემპი შენელდეს. ვფიქრობ, რომ ჩვენ მომდევნო თვეებში უკვე დავინახავთ მოცემულობას, რომ ინფლაცია შემცირების მიმართულებით წავა“, - აცხადებს ხუციშვილი.