2020 წლის მარტიდან მოყოლებული, ბრიტანულმა ოჯახებმა საბანკო დეპოზიტებზე 200 მილიარდი გირვანქა სტერლინგი დააგროვეს. ამის შესახებ ინფორმაციას Financial Times ინგლისის ბანკის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
ბანკის ცნობით, სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების წყალობით, ბრიტანელებს პანდემიის განმავლობაში შემოსავლები შეუნარჩუნდათ მაშინ, როცა არაერთი მკაცრი ლოქდაუნის გამო, ფინანსური რესურსების ხარჯვის შესაძლებლობა მნიშვნელოვნად შეუმცირდათ. Financial Times წერს, რომ ამ მსხვილმა ფინანსურმა აქტივებმა არსებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ შესაძლოა, ბრიტანეთის ეკონომიკურ ზრდას ხელი შეუწყოს.
მიმდინარე წლის მარტში ბრიტანელების დეპოზიტების მოცულობა 16,2 მილიარდი გირვანქა სტერლინგით გაიზარდა.