236,7 მლნ ლარზე მეტი - რომელი ბანკების ანგარიშზეა ყველაზე მეტი დასაკუთრებული ქონება

2021 წლის პირველი კვარტალის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების ანგარიშზე დასაკუთრებული 236 753 147 ლარის ღირებულების უძრავი და მოძრავი ქონებაა.

ამის შესახებ კომერციული ბანკების ანგარიშგებაშია აღნიშნული.

ამავე მონაცემებით, დასაკუთრებული ქონების მოცულობის მიხედვით, ტოპ ხუთ ბანკში შედის:

  • საქართველოს ბანკი –101 668 537 ლარი
  • თიბისი ბანკი – 79 423 703 ლარი
  • ვითიბი ბანკი ჯორჯია – 19 628 633 ლარი
  • ბაზის ბანკი – 16 927 793 ლარი
  • ხალიკ ბანკი საქართველო – 10 634 157 ლარი

რაც შეეხება სხვა კომერციული ბანკების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობას, ასე გამოიყურება:

სილქ როუდ ბანკი – 280 730 ლარი, კრედო ბანკი – 953 826 ლარი, ფინკა ბანკი საქართველო – 261 898 ლარი, ქართუ ბანკი – 2 483 931 ლარი, ტერაბანკი – 2 939 067 ლარი, ლიბერთი ბანკი – 103 192 ლარი, ზირაათ ბანკი საქართველო – 62 320 ლარი, პროკრედით ბანკი – 184 652 ლარი, იშ ბანკი საქართველო - 1 102 533 ლარი, პაშა ბანკი საქართველო - 98 175 ლარი.

2021 წლის პირველ კვარტალში ბაზარზე სულ 15 კომერციული ბანკი ოპერირებდა.

ნინი ქეთელაური