2020-2021 წლებში საქართველოში ახლადრეგისტრირებული ბიზნესსუბიექტების რაოდენობამ 52 450 შეადგინა, ხოლო ამ დროისათვის 17 684 ბიზნესსუბიექტი საქმიანობს. შესაბამისი ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ სტატისტიკის ეროვნული სამსახურიდან გამოითხოვა.
„საქსტატის“ მიერ სააგენტოსთვის მოწოდებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ამავე პერიოდში, 104 კოოპერატივი დარეგისტრირდა და დღეისათვის ხუთი კოოპერატივი საქმიანობს.
ინფორმაციის თანახმად, ბიზნესსუბიექტების ჩამონათვალთა შორისაა 86 უცხოური საწარმოს ფილიალი.
ამასთან, „საქსტატის“ ინფორმაციით, მარტის თვის მონაცემებით, ქვეყანაში 5 291 ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 118%-ით, დაახლოებით 2,2-ჯერ აღემატება წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.