Uber-ის მიწოდების სერვისმა მგზავრობისას გადააჭარბა

მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, რომელიც 31 მარტს დასრულდა, კომპანია Uber-ს საკვების მიწოდებაზე უფრო მეტი გამოძახება ჰქონდა, ვიდრე ტაქსით მომსახურებაზე. ამის შესახებ ინფორმაციას Associated Press ავრცელებს.

კომპანიის შეკვეთები 24%-ით გაიზარდა, რამაც მას 19,5 მილიარდი დოლარის შემოსავალი მოუტანა. თუმცა მძღოლების ჯარიმების გადახდის გამო მოგება 11%-ით, 2,9 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ამ საანგარიშო პერიოდში მიწოდების მოთხოვნა 166%-ით გაიზარდა, ხოლო ტაქსით ერთჯერადი გამოძახება 38%-ით შემცირდა.

Uber-ში აცხადებენ, რომ დამატებითი მძღოლების მისაზიდად 250 მილიონი დოლარის დახარჯვას აპირებენ, რადგან ბაზარი სწრაფი აღდგენის პროცესშია და თანამშრომლების რაოდენობა არასაკმარისია.

კოკა კვირკველია