მომგებიანი ბანკების რიცხვი გაიზარდა - ვინ გავიდა ზარალზე

ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების 2021 წლის 1-ლი კვარტალის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა.

როგორც ანგარიშგებიდან ირკვევა, გასული წლისგან განსხვავებით, შედარებით მეტი ბანკი გავიდა მოგებაზე. ზარალზე კი მხოლოდ 3 ბანკია („სილქ როუდ ბანკი“, „ფინკა“ და „პაშა“ ბანკი).

მათ შორის, ანგარიშგებების მიხედვით, 2021 წლის 1-ელ კვარტალში მოგებაზე გავიდა ორი დიდი ბანკი - „თიბისი ბანკი“ და „საქართველოს ბანკი“. კერძოდ, „თიბისის“ მოგებამ საანგარიშო პერიოდში - 159 963 880 ლარი; დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 174 171 796 ლარი შეადგინა. „საქართველოს ბანკს“ კი, 1-ლი კვარტლის მონაცემებით, 192 407 093 ლარის ოდენობის მოგება ჰქონდა. ხოლო დარეზერვებამდე წმინდა მოგებამ - 192 874 952 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება სხვა ბანკების ფინანსურ მაჩვენებლებს, ასე გამოიყურება:

  • „ბაზისბანკი“ – 7 155 029;
  • „სილქ როუდ ბანკი“ - -965 574 ;
  • „კრედო ბანკი“ – 7 530 834;
  • „ქართუ ბანკი“ - 8,623,059;
  • „ფინკა ბანკი საქართველო“ - -330 033;
  • „ჰალიკ ბანკი“ – 3 603 873;
  • „იშბანკი საქართველო“ – 2 465 527;
  • „ტერა ბანკი“ – 6 924 959;
  • „ლიბერთი ბანკი“ – 10 628 688;
  • „პაშა ბანკი საქართველო“ - -1 281 978;
  • „პროკრედიტ ბანკი“ – 9 756 113;
  • „ვითიბი ბანკი“ - 5 142 650;
  • „ზირაათ ბანკი საქართველო“ – 180 994.
თაია არდოტელი