IATA  - მარტში ავიაგადაზიდვები რეკორდულ ნიშნულამდე გაიზარდა

მარტში მსოფლიოს ავიაკომპანიებმა ტვირთის გადაზიდვები რეკორდულ ნიშნულამდე გაზარდეს. ამის შესახებ მონაცემები საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის IATA-ს მიერ გავრცელებულ ანგარიშშია მოყვანილი.

ეს მაჩვენებელი, 2019 წლის მარტის თვესთან შედარებით, 4%-ით არის გაზრდილი და მიმდინარე წლის თებერვლის მაჩვენებელს 0,4%-ით აღემატება, რაც 1990 წლიდან დღემდე რეკორდული ნიშნულია. თუმცა IATA-ს ანგარიშში გადაზიდვების აბსოლუტური მონაცემები ნაჩვენები არაა.

როგორც ორგანიზაციაში აღნიშნავენ, ავიაგადაზიდვების ზრდას მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი უწყობს ხელს.

აზია-წყანრი ოკეანის რეგიონში ავიაგადაზიდვებმა 0,3%-ით მოიკლო, ხოლო ლათინურ ამერიკაში - 23,6%-ით. რაც შეეხება ზრდას, ჩრდილოეთ ამერიკაში ავიაგადაზიდვები 14,5%-ით გაიზარდა, ევროპაში - 0,7%-ით, ახლო აღმოსავლეთში - 9,2%-ით, ხოლო აფრიკაში - 24,6%.

IATA მსოფლიოს 290 ავიაკომპანიის გაერთიანებას წარმოადგენს, რომელთა წილი გლობალურ ავიაგადაზიდვებში 82%-ია.

კოკა კვირკველია